ტაიტიზე მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

ჯკ

მეწყერმა კუნძულ ტაიტიზე 7 ადამიანი იმსხვერპლა. რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

30-მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა დასახლებული პუნქტი დაფარა, 29 სახლი და 50 მცხოვრები უკვე ევაკუირებულია. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.