1786121718
ტაილანდში, 14 წლის მოზარდის სროლის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა - მან ოჯახის წევრები და სკოლის 5 მასწავლებელი მოკლა
ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში, 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 5 მასწავლებელი დაიღუპა. როგორც CNN-ი წერს, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში სკოლაზე განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა.
პოლიციის ცნობით, 14 წლის ეჭვმიტანილმა ნონთაბურის პროვინციაში, საშუალო სკოლაში ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც მანამდე ბებია-ბაბუა მათივე სახლში მოკლა, სადაც თავადაც ცხოვრობდა.
სროლის შედეგად დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც არიან.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის თქმით, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მედიის ცნობით, ხელისუფლებას ჯერ არ დაუდგენია, თუ როგორ მოიპოვა მოზარდმა იარაღი - პისტოლეტი, რომელიც, პოლიციის თქმით, მის ბაბუას ეკუთვნოდა.









