ნია იმნაძის ადვოკატი საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
1786107413
გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს.
„გააზიარეთ, გემუდარებით!
ეს არის, პირველი, ყველაზე სერიოზული, ოფიციალური განცხადება ჩემგან ამ 10 თვის მანძილზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამეხმარეთ გაზიარებაში.
არ გამოუვიდათ მკვლელობისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება.
ახლა დაიწყეს:
— უი, ეს ბიჭი მართლა პედოფილი ყოფილა.
თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთხელ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს!
ამიტომ ჩემი მოთხოვნა:
1) იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა, ოღონდ უნდა დაამტკიცოს რომ გიგას იცნობდა და დავიჯერებთ, რომ 2-3 გაკვეთილში ნიაზეც შეაფრინა!
2) თუ გამოჩნდება ასეთი გოგონა, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ.
ეს არის თანხა, რომელიც გიგამ 1 ოქტომბერს, მკვლელობის დღეს, შეიტანა ანაბარზე.
3) თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, ვიმეორებ, ყველას, თუნდაც ირიბად გადაკრული პატარა კომენტარი ეწეროს, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!
P.S. თანამებრძოლნო, გთხოვთ, ჩამიყარეთ ყველა კომენტარი პირადში, სადაც წააწყდებით გიგასგან სექსუალური ძალადობის შესახებ თუნდაც გადაკრულ შინაარსს“, - წერია გავრცელებულ პოსტში.