სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში.

მისი თქმით, „ბრიტანეთის დიდი ხნის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ [ირანის] რეჟიმისთვისაც და მსოფლიოსთვისაც საუკეთესო გზა ირანთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევაა, რომლის ფარგლებშიც ისინი უარს იტყვიან თავიანთ ბირთვულ ამბიციებზე“.

„სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული სამეფო არ შეუერთდებოდა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდაპირველ დარტყმებს. ეს გადაწყვეტილება იყო გააზრებული. ის შედიოდა ეროვნულ ინტერესებში და მე მას კვლავ ვემხრობი“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, ის „მყარად დაიცავს“ ბრიტანულ ღირებულებებსა და პრინციპებს, „მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება საწინააღმდეგო ზეწოლა“.