1746047640
სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცხრა პირი სტამბოლის "პროგრესული ასოციაციის" იურისტია.
მანამდე, ქალაქში უსაფრთხოების საგანგებო ზომები იქნა მიღებული. გადაიკეტა ქუჩების ნაწილი, მეტროპოლიტენის შვიდი სადგური და სამართალდამცველთა მობილიზაცია გამოცხადდა.
ამავე დღეს, პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.