1775651796
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლის საქმეზე ათი ადამიანი დააკავეს
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლის საქმესთან დაკავშირებით ათი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა. სროლის დროს ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ისინი პოლიციამ დააკავა. დანარჩენი რვა პირი სტამბოლსა და ახლომდებარე პროვინციაში სპეცოპერაციების დროს დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულ თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა. ასევე, ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი წარსულში ნარკოტიკების საქმესთან იყო დაკავშირებული.
თავდასხმის მოტივის შესახებ დეტალები ოფიციალურად არ გავრცელებულა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.










