სომხეთში ოპოზიციური პარტია "სამშობლოს" გენერალური მდივანი დააკავეს

ხაჩიკ გალსტიანი

სომხეთში ოპოზიციური პარტია "სამშობლოს" გენერალური მდივანი დააკავეს. ხაჩიკ გალსტიანი ანტიკორუფციული კომიტეტის გამომძიებლებმა აიყვანეს.

მანამდე ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობი მიზეზებით სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თანამშრომლები გალსტიანის ბინაში ჩხრეკას ატარებდნენ. სხვა დეტალები უცნობია.