უკრაინამ ამერიკელებს უთხრა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ ამერიკელებს უთხრა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“, -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„პუტინის ვალდაის რეზიდენციაზე დარტყმა „ფეიკია“. არავის იქ არ დაურტყამს. უკავშირდება თუ არა ეს სანქციებს? შეიძლება ცოტათი უკავშირდება მაგას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო იმასთან დაკავშირებულია, რომ საკმაოდ წარმატებული საუბარი და შეხვედრა იყო, თვის განმავლობაში ჩვენი გუნდების დადებითი შეხვედრა, და რომლის ფინალიც პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა იყო, და გავიგეთ გეგმა, რომ ახლა ჩვენი მრჩევლები 3 იანვრიდან მუშაობენ“,  - განაცხადა ზელენსკიმ.