სომხეთმა და თურქეთმა „ტრამპის გზის“ პროექტი განიხილეს

სომხ თურქ

სომხეთმა და თურქეთმა „ტრამპის გზის“ პროექტი განიხილეს. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის სტამბოლში შეხვდა.

პაპოიანის თქმით, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთ-თურქეთის რეგულარული კონტაქტების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.

სომხეთის მთავრობის წარმომადგენლის მტკიცებით, მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ მაღალი შეფასება მისცა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თურქეთში ბოლოდროინდელ ვიზიტს და ხაზი გაუსვა მის დადებით გავლენას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.

„ჩვენ განვიხილეთ ყარსი-გიუმრის რკინიგზის ხელახლა გახსნის შესაძლებლობები და „ტრამპის გზის“ პროექტის მეშვეობით ორივე ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი ეკონომიკური, ლოგისტიკური და სავაჭრო შესაძლებლობები. საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა ბაზრის დივერსიფიკაციის, ახალი ლოგისტიკური მარშრუტების შექმნისა და ორმხრივი ეკონომიკური ინტერესების გაფართოების შესაძლებლობებზე. ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, სოფლის მეურნეობის დაზღვევასთან, ასევე სეტყვისგან მიყენებული ზიანისა და პირუტყვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის საკითხებზე“, – განაცხადა პაპოიანმა.