როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
ნოემბერში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიის 505 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს - წინსვლის 40% ზაპოროჟიეს ოლქის გულიაიპოლეს რაიონში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ანალიტიკურ პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კვლავ მძიმე ნოემბერი, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც მტერმა მრავალ ადგილას შეძლო წინ წაწევა. მტერმა ყველაზე დიდი წარმატება გულიაიპოლეს რაიონში მოიპოვა - წინსვლის 40%, მიუხედავად იმისა, რომ გულიაიპოლედან ორეხოვომდე მონაკვეთზე შტურმითი მოქმედებების მხოლოდ 16% მოდის. პოკროვსკი-მირნოგრადის რაიონში მძიმე ვითარებაა, სადაც მოდის მტრის ყველა თავდასხმის 32.5%. რუსებმა პოკროვსკთან და მის მახლობლად 35 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, ხოლო მირნოგრადის რაიონში 21.5 კვადრატული კილომეტრი. ჯამში ეს არის 56.5 კვადრატული კილომეტრი, რაც წინსვლის მხოლოდ 11%-ს შეადგენს“, - წერს უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState-ი.
სექტემბრის განმავლობაში, რუსებმა 259 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, ოქტომბერში კი - 267.