საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1779806284
სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.
კერძოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე გააფორმეს ჩარჩო შეთანხმება „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტზე თანამშრომლობის შესახებ, აგრეთვე, ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალური რესურსების მოპოვებისა და განვითარების სფეროში.
ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ერევანმა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე აიყვანა.
„ჩვენ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ და მას „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ დავარქვით. დღეს ჩვენ შევძელით აშშ-თან TRIPP პროექტის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება. მანამდე ჩვენ ასევე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებებს ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარების და ბირთვული ენერგიის სფეროებში. ახლახან მოვაწერეთ ხელი ახალ დოკუმენტს იშვიათი მიწალითონების შესახებ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.
მარკო რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩავიდა და სომხეთს დღესვე დატოვებს.