მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება მძღოლებს
1764948510
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით მოქმედი ჯგუფის მიერ, საჯარო ადგილას, ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას.
კერძოდ, არშაკ ხაჩატრიანს ბრალი ედება 2018 წელს, სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩანთაში ჩადებაში, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის მონაწილისთვის ბრალის წაყენების მიზნით.
მთავარეპისკოპოსის ადვოკატის ცნობით, არშაკ ხაჩატრიანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება მძღოლებს
1764948510
გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955