სომეხმა სამართალდამცველებმა დააკავეს სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ეწინააღმდეგება ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას

ბაგრატ გალსტანიანი

სომეხმა სამართალდამცველებმა დააკავეს სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას.

მანქანაში ჩაჯდომამდე მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერც დაპატიმრებები და ვერც სხვა რამ ვერ შეაჩერებს მას.

„ბოროტო, მისმინე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ცოტა დაგრჩა“, – თქვა მან ფაშინიანისადმი მიმართვისას.

სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, სომხური ოპოზიციური მოძრაობის „წმინდა ბრძოლის“ ლიდერს, ბრალი ედება ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.