1786889722
სოფელი, სადაც ცხოვრების უფლება მხოლოდ ქალებს აქვთ - აქ ერთ თავისუფალ ადგილზე 500 მსურველია
აშშ-ის მცხოვრებმა, რობინ იერიანმა დალასის მახლობლად მდებარე სოფელში ქალთა საზოგადოება დააფუძნა. ამის შესახებ The Sun იუწყება.
იქ 71 წლის იერიანი საცხოვრებელს მხოლოდ ქალებზე აქირავებს. თავის პროექტს მან The Bird’s Nest (ქართულად — „ჩიტის ბუდე“) უწოდა. ამჟამად მასში 52 წლისა და უფროსი ასაკის 12 ქალი მონაწილეობს. მათგან უმეტესობა მარტოხელა, განქორწინებული ან ქვრივია.
სოფელში იჯარა თვეში 450 დოლარი ჯდება. თვითონ პენსიონერმა პროექტში 150 ათასი დოლარი ჩადო: ელექტროენერგიისთვის, წყლისთვის, ნაკვეთების გასწორებისა და გზისთვის.
იერიანის თქმით, The Bird’s Nest-ში ადგილები თითქმის არ თავისუფლდება. გასულ ზაფხულს, როდესაც ერთი თავისუფალი ადგილი გამოჩნდა, მისით დაახლოებით 500 ადამიანი დაინტერესდა. კანდიდატებს მკაცრად არჩევენ: საჭიროა მფლობელისა და ყველა მცხოვრების პირადად გაცნობა. „ჩვენი მთავარი კომფორტი თვითონ ეს საზოგადოებაა. ახალ მონაწილეებს ერთად ვირჩევთ, აქ კარგი ხალხი ცხოვრობს. ეს ქალებისთვის უსაფრთხო ადგილია“, - განმარტა პენსიონერმა.
ქალები ერთად ამზადებენ საჭმელს, ვახშმობენ საერთო ღია სამზარეულოში, ეხმარებიან ერთმანეთს ექიმთან ვიზიტებისას, უვლიან ძაღლებს და მასტერკლასებზე ხელსაწყოებით მუშაობასაც კი სწავლობენ.











