სლოვაკეთში მატარებლების შეჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

https://www.aktuality.sk/clanok/FvKNjD8/online-po-zrazke-vlakov-pri-pezinku-osetrili-v-nemocniciach-vyse-70-zranenych-13-ludi-zostalo-hospitalizovanych/

სლოვაკეთში, ბრატისლავასა და პეზინოკს შორის ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. შედეგად, 20 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შეჯახების მომენტში ორივე მატარებელში 800-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.