სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
აშშ არ დააწესებს ტარიფებს ჩინეთზე რუსული ნავთობის შესყიდვის გამო, ვიდრე, ევროკავშირის იმავეს არ გააკეთებს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
ბესენტმა „როიტერთან“ და „ბლუმბერგთან“ ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უფრო ძლიერი როლი უნდა ითამაშონ რუსეთის ნავთობიდან შემოსავლების შეწყვეტასა და უკრაინაში ომის დასრულებაში.
ჟურნალისტის კითხვაზე, დააწესებს თუ არა აშშ ჩინეთზე ტარიფებს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო, როგორც ეს ინდოეთის შემთხვევაში მოხდა, ბესენტმა აღნიშნა, რომ ევროპელების გარეშე ნაბიჯს არ გადადგამენ.
„ჩვენ ველით, რომ ევროპელები მათ წილს შეასრულებენ და ევროპელების გარეშე წინ ნაბიჯს არ გადავდგამთ“, – განაცხადა ბესენტმა.
ბესენტმა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსული ნავთობის შეძენის გამო გააკრიტიკა.
„გარანტიას გაძლევთ, რომ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველებს მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს თუ დაუწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება“, – აღნიშნა ბესენტმა.