1752783948
სირიული მედიის ცნობით, ისრაელმა ქალაქ სუვეიდასთან ახლოს მორიგი დარტყმა განახორციელა

სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელმა სირიის ქალაქ სუვეიდასთან ახლოს მორიგი დარტყმა განახორციელა, – ამის შესახებ „თაიმ ოფ ისრაელი“ სირიულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ეს ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმაა მას შემდეგ, რაც ტერიტორია სირიის სამთავრობო ძალებმა დატოვეს.
სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ „ისრაელის თვითმფრინავებმა ქალაქ სუვეიდას გარეუბანში თავდასხმა განახორციელეს“.