სილამაზის კონკურსის მონაწილეს კბილის პროთეზი, პირდაპირ ჟიურის წინ, სცენაზე მოსძვრა

პროთეზი

სილამაზის კონკურსის „მის თაილანდის“ მონაწილეს კბილის პროთეზი პირდაპირ სცენაზე ჩამოუვარდა. 

18 წლის კამალვან ჩანგომ, როცა ის ჟიურის და მაყურებლებს მიესალმა, პირი ფართოდ გააღო და ამ დროს მას პირიდან კბილი გამოუვარდა. გოგონა არ დაიბნა, თავი გვერდით შეატრიალა, კბილი აიღო და ისევ თავის ადგილზე დააბრუნა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მან წინა კბილი გაუტყდა და სტომატოლოგთან მისვლა ვერ მოასწრო. ამიტომ დროებით პროთეზი გაიკეთა.