“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
გამოცემა Mirror-ის ცნობით, აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტების სასადილო ოთახს შეეჯახა. მედიის ინფორმაციით, სტუდენტების ამ დროს ლანჩს მიირთმევდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული 20 სტუდენტი კლინიკაშია გადაყვანილი.
ჯერჯერობით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.
Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა.
BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა - ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.
ნუცა ბუზალაძემ ნიშნობა აღნიშნა - კადრები
1749807853