სიდნეიში ზვიგენის თავდასხმას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა - ის კლინიკაში გარდაიცვალა

სიდნეი

 12 წლის ბიჭი, რომელსაც სიდნეის სანაპიროზე, გასულ კვირას ზვიგენი დაესხა თავს, მიღებული ტრავმების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, 12 წლის ნიკო ანტიჩი 18 იანვარს, მეგობრებთან ერთად კლდიდან ხტებოდა, როდესაც მას, სავარაუდოდ, ხარისებრი ზვიგენი დაესხა თავს.

"ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი შვილის, ნიკოს გარდაცვალების შესახებ", - განაცხადეს მისმა მშობლებმა, ლორენამ და ხუანმა.

ეს ინციდენტი 48 საათში მომხდარი 4 თავდასხმიდან ერთ-ერთია, - იუწყება BBC-ი.