სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით ფხენიანში ჩავიდა

სი ძინპინი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. სი ძინპინი პეკინიდან დილით გაფრინდა და ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში მას თან ახლავან მეუღლე პენ ლიუანი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის ხელმძღვანელი ცაი ცი, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. ფხენიანის ცენტრალურ მოედანზე დელეგაციას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი მეუღლე რი სოლ ჯუ დახვდნენ. მოედანზე საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ეს ჩინეთის ლიდერის პირველი უცხოური ვიზიტია მიმდინარე წელს.

ბოლოს სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეას 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ეწვია. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც პირისპირ მოლაპარაკებები, ისე დელეგაციების შეხვედრები.