სი ძინპინი: როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია

სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მას და დონალდ ტრამპს „ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“ აქვთ და მათ შორის „პერსონალური ურთიერთგაგება“ ჩამოყალიბდა.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ დიალოგის მეშვეობით ორ ქვეყანას შეუძლია „ერთმანეთი უკეთ გაიგოს, იპოვოს საერთო ენა და განამტკიცოს ნდობა“.

მან ასევე დასძინა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ისა და ჩინეთის სამთავრობო უწყებებმა მუდმივი კონტაქტი უნდა შეინარჩუნონ.

სი ძინპინმა გამოსვლა აშშ-ში ვიზიტზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ „ძალიან მოხარულია ამერიკის ულამაზეს ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდეს“. მან დონალდ და მელანია ტრამპებს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე მიულოცა.

„როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

✕