სი ძინპინი: ჩინეთმა და ფინეთმა უნდა დაიცვან საერთაშორისო სისტემა და ხელი შეუწყონ მრავალპოლარულ წესრიგს

სი ძინპინი

ჩინეთმა და ფინეთმა უნდა დაიცვან საერთაშორისო სისტემა და ხელი შეუწყონ მრავალპოლარულ წესრიგს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, პეკინი მზად არის, ითანამშრომლოს ჰელსინკისთან, რათა დაიცვას გაერო-ზე ორიენტირებული საერთაშორისო სისტემა და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ გლობალიზაციაზე დაფუძნებული მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას.

სი ძინპინმა იმედი გამოთქვა, რომ ფინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში.

მედიის ცნობით, პეტერი ორპომ, რომელიც პეკინში 25-დან 28 იანვრამდე იმყოფება, სი ძინპინს განუცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ორმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო საკითხების განხილვის გაგრძელებას.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არასტაბილური საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მოკავშირეების მიმართ კონფრონტაციული მიდგომა ევროპულ ქვეყნებს უბიძგებს, დივერსიფიცირება მოახდინონ საგარეო ურთიერთობებისკენ, რის გამოც ბოლო პერიოდში არაერთი დასავლელი ლიდერი პეკინში ჩავიდა.