სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა უნდა შეინარჩუნონ არაკონფლიქტურობის ზღვარი და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება

სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა უნდა შეინარჩუნონ „არაკონფლიქტურობის ზღვარი“ და მშვიდობიანად ითანაცხოვრონ „იმ პლანეტაზე, რომელსაც ორივე ქვეყანა თავის სახლს უწოდებს“.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას ორივესთვის სარგებელი მოაქვს, ხოლო კონფლიქტის შემთხვევაში ორივე მხარე წაგებული დარჩება.

„ჩინეთმა და აშშ-მა უნდა შეინარჩუნონ არაკონფლიქტურობის ზღვარი და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება“, - განაცხადა მან.

სი ძინპინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ უნდა ჰგავდეს „ჭიდაობას, სადაც ერთი იმარჯვებს, ხოლო მეორე მარცხდება“. მან ასევე დასძინა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო უწყებებს შორის ღია დიალოგი უნდა შენარჩუნდეს.

✕