შვილმა მამის ფერფლი „გაასეირნა“ და დაკარგა - უცნაური ისტორიის დეტალები

ფერფლი

ბრიტანელი მამაკაცის შესახებ, რომელიც დათვრა და მამის კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის კაფსულა დაკარგა,The Mirror-ი წერს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 39 წლის მუსიკოსმა სტენ ბლეიდმა, რომელიც მშობლიურ ქალაქში ოჯახისა და მეგობრების მოსანახულებლად ჩავიდა, გადაწყვიტა მამის ფერფლის კაფსულა სასეირნოდ გაეტანა.

„მას დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ამიტომ მინდოდა რაღაც გამეკეთებინა, რომ პატივი მიმეგო, რადგან დიდი ხანი არ ვყოფილვარ ჩემს მშობლიურ ქალაქში“, - განმარტა ბრიტანელმა. თუმცა კაცი მამას სათანადოდ ვერ გაუფრთხილდა და დაკარგა. 

მისი მშობელი 12 წლის წინ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შედეგად.

როგორც ირკვევა ბლეიდის დედინაცვალს არ სურდა ფერფლის გატანება, თუმცა მისი პროტესტის მიუხედავად,  ბლეიდმა ფერფლი აიღო და სანაპიროზე წავიდა, სადაც ნაყინი ჭამა და სანაპიროზე დაჯდა. მამაკაცი აპირებდა TIkTok-ისთვის ვიდეოს გადაღებას და ამ ამბის მოყოლას, მაგრამ შემთხვევით შეხვდა ძველ მეგობრებს, და მათთან ერთად ბარში წავიდა. რაღაც მომენტში ბლეიდმა დაკარგა ჩანთა, რომელშიც მამის ფერფლი იყო.

შინ შუაღამის შემდეგ დაბრუნდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნია დანაკარგი. 

მომხდარით ძალიან შეშფოთდა ბლეიდის დედინაცვალი, რომელიც ამბობს, რომ 12 წლის განმავლობაში  ფერფლის კაფსულას ის გულმოდგინედ და დიდი რუდუნებით ინახავდა, ხშირად ელაპარაკებოდა კიდეც მას.

ბლეიდმა დანაკარგის შესახებ ვიდეო ჩაწერა და TikTok-ზე უკვე გაავრცელა. თუკი ამ გზით ის მამის ფერფლს ვერ მიაგნებს, აპირებს რომ დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას.