შვედური მუსიკალური ფესტივალი უფასო ბილეთებს თირკმლის დონაციის სანაცვლოდ სთავაზობს

კონცერტი

 თუ ფული არ გაქვთ, მაგრამ ცოცხალი მუსიკის მოსმენა გსურთ, ფესტივალ Way Out West-ს თქვენთვის გამოსავალი აქვს — უფასო ბილეთები თირკმლის დონაციის დაპირების სანაცვლოდ.

შვედურმა მუსიკალურმა ფესტივალმა, ცოტა ხნის წინ "თირკმლის საშვი" გამოაცხადა, რომელიც მელომანებს საშუალებას აძლევს, მოიგონ 3-დღიანი ბილეთი ფესტივალზე დასასწრებად იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორგანოების დონაციის პროგრამაზე დარეგისტრირდებიან.

"ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ ბილეთის სანაცვლოდ თირკმელსაც გასცემდა და აი, ისიც", — ნათქვამია ორგანიზატორების მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, "ეროვნულ ორგანოთა რეესტრში რეგისტრაცია ბოლო წლებში 30%-ზე მეტით შემცირდა", რამაც მათ "თირკმლის საშვის" იდეა შექმნა შთააგონა.

"იდეურად, ეს არ ნიშნავს თირკმლის გაცემას ბილეთის სანაცვლოდ, მაგრამ თეორიულად — კი", — ვკითხულობთ პოსტში — "ეს ნიშნავს, რომ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი ორგანოები, თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, გამოიყენონ დონაციისთვის. ერთ დღეს, თქვენს თირკმელს შეუძლია სიცოცხლე გადაარჩინოს".

 ეს ფესტივალის პირველი არასტანდარტული იდეა არ არის. გასულ წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სცენა, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიის ფუნქციასაც ასრულებდა. "სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები "ემზადებიან ხმაურისთვის"", — ნათქვამია Instagram-ის გვერდზე.

დიახ, სწორად წაიკითხეთ. დიზაინერ ლავ ჰულტენთან თანამშრომლობით, Way Out West-მა შექმნა სცენა, რომელიც მუსიკოსების ცოცხალი ჩანაწერების მათ დნმ-ში შეყვანით, "მომავალი მელომანების შექმნაში დაეხმარებოდა".

რაც შეეხება წლევანდელ მუსიკალურ ფესტივალს, მის შემადგენლობაში ისეთი შემსრულებლები შედიან, როგორებიც არიან — Charli xcx, ჩაპელ როუნი, ლოლა იანგი, Queens of the Stone Age, PinkPantheress, იგი პოპი, the Dare და სხვები.