"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა ევროკავშირი აშშ-ის მხრიდან შანტაჟს ვერ შეეგუება.
ულფ კრისტერსონის თქმით, ევროკავშირმა უნდა დააფიქსიროს ძალიან მკაფიო, ერთიანი პოზიცია, რომ დანიასა და გრენლანდიის გვერდით დგას.
„არაფერია გამოუსწორებელი, მაგრამ ეს ზიანს აყენებს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის ნდობას. ვფიქრობ, ეს უდავოა. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სერიოზულ დისკუსიებს, მაგალითად, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაზრდის შესახებ, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე და ყველა ამ საკითხზე. აუცილებელი წინაპირობაა, რომ ევროკავშირმა გამოთქვას ძალიან, ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ დანიასა და გრენლანდიის უკან. ჩვენ არ ვეთანხმებით რომელიმე ქვეყნის მხრიდან შანტაჟს, მით უმეტეს, მოკავშირის მხრიდან“,- განაცხადა კრისტერსონმა.