ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლის შემდეგ ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან ირანული სამხედრო ხომალდის, IRIS Dena-ს ჩაძირვის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა.
შრი-ლანკის საზღვაო ძალების ცნობით, ამ დროისთვის 32 ადამიანი გადაარჩინეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე, სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული გემი ჩაძირა