დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს
1752645625
ფლორიდის უნივერსიტეტში მომუშავე ვირუსოლოგ ჯონ ლედნიკს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კატა ჰყავს, სახელად პეპერი. მას პატრონისთვის მკვდარი ცხოველების მიტანა უყვარს, რაც ამ არსებებისთვის დამახასიათებელია, თუმცა პეპერი მსგავსი ქცევით მეცნიერულ აღმოჩენებს ხდის შესაძლებელს.
საქმე ისაა, რომ კატა მკვლევრებს ვირუსის ახალი შტამის გამოვლენაში უკვე მეორედ დაეხმარა. მათ პათოგენებს სწორედ მის მიერ მიტანილ ლეშში მიაგნეს. უკანასკნელ შემთხვევაში ეს Blarina peninsulae-ს სახეობის ძუძუმწოვარი ბიგა იყო, რომლის სხეულიც პეპერმა ჯონ ლედნიკს მიუტანა. მან და მისმა კოლეგებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენებს და ნიმუში შეისწავლეს. შედეგად მათ აქამდე უცნობ ორთორეოვირუსს მიაკვლიეს.
ამ ტიპის ვირუსების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ცნობილია, რომ ისინი ზოგჯერ ბავშვებში გამოხატულ გასტროენტერიტთან და მენინგიტთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს იშვიათია. მეცნიერები ამბობენ, რომ ძუძუმწოვრებში არსებული ორთორეოვირუსები თავდაპირველად დაავადებებთან არ იყო ასოცირებული. ამის მიუხედავად, ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ისინი რესპირატორული, ცენტრალური ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამოწვევაში მონაწილეობს.
სპეციალისტებმა ახალი ვირუსის გაშიფრული გენომი გამოაქვეყნეს და იმედოვნებენ, რომ მის შესახებ მეტს გაიგებენ. "მეცნიერი კატის" მეშვეობით პირველი შტამი კი გასულ წელს აღმოაჩინეს და ის თაგვში არსებული ჯეილონგვირუსი იყო (GRJV1). მას პრიმატებისა და სხვა ძუძუმწოვრების უჯრედების ინფიცირება შეუძლია, ანუ გავრცელების პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ენდემური შტამების შესწავლა მნიშვნელოვანია.