ჯარიმა 100 ლარი და მინუს 10 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1787934710
ნეპალის ნუვაკოტის რაიონის მცხოვრებლები უფრო მაღალმთიან ადგილებში აფარებენ თავს მას შემდეგ, რაც ისინი გააფრთხილეს, რომ მიმდინარე კვირაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, შესაძლოა, წყალდიდობა კვლავ გამეორდეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სამაშველო ოპერაციები დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ გადმოდინება დაიწყო და ქვედა დინებაში, მდინარეთა სისტემებში წყლის ნაკადი გაზარდა, რამაც ახალი მასშტაბური კატასტროფის შიში გააჩინა. მოგვიანებით ოპერაციები მას შემდეგ განახლდა, რაც ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ არსებულ ეტაპზე საფრთხე კონტროლირებადი იყო.
ამასთან, ხელისუფლება კვლავ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ წყალდიდობის საფრთხე შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ზემო დინებაში წარმოქმნილი ბარიერული ტბა წყლისგან სრულად არ დაიცლება.
ცნობისთვის, სტიქია 26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლამ გამოიწვია, რის შედეგადაც ნეპალ-ჩინეთის საზღვრის ორივე მხარეს მდებარე ჰიმალაის მდინარეთა ხეობებში კლდის ქანების, ყინულის, ტალახისა და ქვა-ღორღის ძლიერი ღვარცოფი წამოვიდა. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობას ნეპალში, სულ მცირე, 579 ადამიანი ემსხვერპლა, 1 924 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.