1776852218
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ შექმნა ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-მდე ტენის.
პროდუქტი 200-ზე მეტ ელემენტს აერთიანებს, ხოლო დენის სიმძლავრე 1800 ამპერამდე აღწევს. როგორც შემქმნელები ამბობენ, მომხმარებლები ულტრასწრაფი დატენის ფუნქციით სარგებლობას საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შეუზღუდავად შეძლებენ.
კომპანიის განმარტებით, ბატარეის ტევადობა პირველ წელს საერთოდ არ მცირდება. 10 წლის განმავლობაში კი მხოლოდ 10%-ით იკლებს.










