შეხვდებიან თუ არა ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ბუდაპეშტში - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებს

პუტიმი

შეხვდებიან თუ არა ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ბუდაპეშტში? დონალდ ტრამპი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებს. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსარგებლო შეხვედრის გამართვა არ სურს.

აუდიენციას, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს ორ კვირაში უნდა შედგეს, წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი უძღოდა.

"როიტერი" წერს, რომ პუტინმა ამერიკელ კოლეგას კომუნიკაციის დასრულების შემდეგ მიაწოდა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მშვიდობის მისაღწევად დასახელებულ წინაპირობებს იმეორებს.

თეთრი სახლისთვის გაგზავნილ პირად კომუნიკეში კრემლი მთელი დონბასის რეგიონზე კონტროლის აღებას ითხოვს, რაც უარყოფს ტრამპის შეთავაზებას, რომ კონფლიქტი არსებული ფრონტის ხაზით გაიყინოს. ასევე "როიტერი" წერს, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარია იმის მიზეზი, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება.