რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე - ეკლესიის განმარტება
1768747700
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ დაანონსებული ტარიფების დაწესებას სენატის ორპარტიული ჯგუფი გამოეხმაურა.
როგორც ნატო-ს დამკვირვებელთა ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, დანია და ნორვეგია ამერიკის უახლოესი მოკავშირეები არიან, რომლებიც ამერიკელების გვერდით იბრძოდნენ, იღუპებოდნენ და ქვეყანა უფრო უსაფრთხო გახადეს.
მათივე თქმით, „არ არსებობს საჭიროება გრენლანდიის ძვირადღირებული შეძენის ან მტრული სამხედრო მიტაცების, როდესაც ჩვენი დანიელი და გრენლანდიელი მოკავშირეები დიდი ხნის ხელშეკრულებების ფარგლებში, მზად არიან, ჩვენთან ითანამშრომლონ არქტიკის უსაფრთხოებაზე, კრიტიკულ მინერალებსა და სხვა პრიორიტეტებზე.“
„ამ გზით სიარულის გაგრძელება ცუდია ამერიკისთვის, ცუდია ამერიკული ბიზნესისთვის და ცუდია ამერიკის მოკავშირეებისთვის. ასეთი რიტორიკა ეხმარება ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც არიან პუტინი და სი ძინპინი, რომლებსაც ნატო-ს დაყოფა სურთ. ჩვენი მოკავშირეები და ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებენ. იმ დროს, როდესაც ბევრი ამერიკელი ისედაც შეშფოთებულია ხარჯებით, ეს ტარიფები ფასებს გაზრდის როგორც ოჯახებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, შეწყვიტოს მუქარა და დიპლომატიას მიმართოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.