წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა.
პორტუგალიის ეროვნული საარჩევნო კომისიის ცნობით, მას ამომრჩეველთა 31%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე კი, ხმების 24%-ით, ულტრამემარჯვენე პარტიის, Chega-ს ლიდერი ანდრე ვენტურა გავიდა.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, სეგუროს გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა ანდრე ვენტურასთვის, რადგან წინასაარჩევნო გამოკითხვები მუდმივად აჩვენებდა, რომ მას ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 თებერვალს გაიმართება, სადაც ერთმანეთს სეგურო და ვენტურა დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, პორტუგალია ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და მას აქვს პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილება.