სენატორი ლინდსი გრემი აიათოლა ალი ხამენეის: უფრთხილდით დრონებს

ლინდსი გრემი

ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა და ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მიმართა.

„აიათოლას: ჩვენ ბევრს აღარ ვსაუბრობთ, როგორც უწინ. რამით გაწყენინეთ? რაც შეეხება თქვენს გაფრთხილებას ამერიკელი პოლიტიკოსებისადმი, მსმენია, რომ მოსკოვი ზამთარში ზღაპარია. უფრთხილდით დრონებს. გავხადოთ ირანი კვლავ დიადი“, - დაწერა გრემმა.