დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა ვაშინგტონში დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით მუქარას სისრულეში არ მოიყვანს, რეჟიმი თეირანში გაძლიერდება. ინფორმაციას Axios-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული განცხადება საუდის არაბეთის ოფიციალური პოზიციისგან მკვეთრად განსხვავდება. თავდაპირველად ოფიციალური ერ-რიადი ირწმუნებოდა, რომ ირანზე თავდასხმა რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.
ამ დროისთვის აშშ და ირანი მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. ამერიკელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ თეირანი ვაშინგტონთან მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებზე გარიგების დადებით დაინტერესებული არ არის, წერს Axios-ი.
„ირანს ყოველთვის სურს გარიგების დადება. პრობლემა ისაა, თუ რა ტიპის გარიგების დადება გსურთ თქვენ? როგორი გარიგების დადება სურს ირანს, და როგორის აშშ-ს? ეს ძალიან კარგი კითხვაა“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ოფიციალურ პირს სპარსეთის ყურის ქვეყნიდან.