1785095778
სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული საბედისწერო შემთხვევა - ქალს საკუთარმა ავტომობილმა გადაუარა
არგენტინის ქალაქ კომოდორო-რივადავიაში სათვალთვალო კამერამ მძიმე შემთხვევა დააფიქსირა. ქალს ავტომობილი შუა ქუჩაში გაუჩერდა. მან გადაწყვიტა, მანქანის ტექნიკური მდგომარეობა შეემოწმებინა და კაპოტი გახსნა, თუმცა რამდენიმე წამში მოულოდნელი რამ მოხდა.
კადრებში ჩანს, რომ ავტომობილი უეცრად დაიძრა და ქალს დაეჯახა. შავი Renault Clio პირდაპირ მისკენ წავიდა, წააქცია და სხეულზე, მათ შორის მკერდის არეშიც, გადაუარა.
შემთხვევის შემდეგ დაზარალებული დამოუკიდებლად წამოდგომას ვერ ახერხებდა. ადგილზე მყოფმა გამვლელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა დეტალური გამოკვლევა ჩაუტარეს. საბედნიეროდ, მიუხედავად მძიმე ინციდენტისა, მას მოტეხილობები და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ დაუდასტურდა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და კიდევ ერთხელ გაახსენა მძღოლებს, რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილის შემოწმებისას უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის ხელის მუხრუჭის გამოყენება და მანქანის სრულად დაფიქსირება.











