როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში
1789497441
საწვავის ფასები ბევრი ადამიანისთვის ძალიან მძიმე ტვირთად იქცა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერის თქმით, ფედერალური მთავრობა ვითარების შემსუბუქებაზე მუშაობს და საწვავის ფასის კლებასთან დაკავშირებით გეგმას მომავალში წარადგენენ.
„საწვავის ფასები ბევრი ადამიანისთვის ძალიან მძიმე ტვირთად იქცა. ამას სერიოზულად ვეკიდები: ფედერალური და შტატების მთავრობები ვითარების შემსუბუქების გზებზე მუშაობენ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით წინადადებას წარვადგენთ“, – წერს მერცი.