საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა - ტრაგედია ესპანეთში

ხანძარი ესპანეთში

ესპანეთში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა, - ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Ara ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი კატალონიაში, მანლეუს მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, რის შედეგადაც, 5 მოზარდი დაიღუპა და 5 ადამიანი დაშავდა.

კატალონიის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სათავსო ოთახში გაჩნდა, თუმცა მისი გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კატალონიიის პოლიციაში განაცხადეს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო