ვანგამ, 2026 წლისთვის, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი იწინასწარმეტყველა
1758568440
სატრანსპორტო და საბაჟო საკითხების განსახილველად აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მალე შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტრანსპორტისა და საბაჟო საკითხებს განიხილავს.
გეგმის თანახმად, კალალე-აღბანდის ხიდისა და სასაზღვრო ტერმინალის პროექტი ნოვრუზისთვის დასრულდება და ასევე იგეგმება კალალე-ჯულფას გზის გაფართოება.
ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის, ფარზანა სადიქის განცხადებით, ირანსა და აზერბაიჯანს შორის შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმების დადებამ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 650 მილიონი დოლარიდან ერთ მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.