„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე, ნიკა დვალიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
სამწუხარო ფაქტს გარდაცვლილის პედაგოგი ნინო ჩოლოკავა გამოეხმაურა.
„ცხოვრებაში უამრავი ტკივილისა და სიხარულის გადატანა უწევს. ხშირად სიხარულს მწუხარება ძლევს. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობდით და უცებ ჩამოჰკრა გლოვის ზარმა. ტრაგიკული აღმოჩნდა 17 სექტემბერი, როცა ჩვენი სკოლის მე-12 „ა“ კლასის კურსდამთავრებულის, ნიკა დვალიშვილის, დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ. გამოაკლდა ჩუმი, უწყინარი, ზრდილი, თავმდაბალი და ღირსეული ახალგაზრდა თავის კლასელებს. დღეს უნივერსიტეტის კარი უნდა შეგეღო და ახალი ცხოვრება დაგეწყო მაგრამ... გიმტყუნა მუხთალმა წუთისოფელმა...
მიწა გეცოტავა მეოცნებეს და შეუერთდი ზეციურ სამყაროს. გვენანები, გვიყვარხარ გული გვტკივა, ჩვენო ნიკა! მუდამ ემახსოვრები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს, კლასელებს, რადგან სამარადჟამოდ დარჩები ჩვენთან ერთად, ლამაზ მოგონებად“, - წერს პედაგოგი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეში ხიდიდან გადახტა და გულმა ვერ გაუძლო.