სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შეყვარებულის 5 წლის შვილი მოკლა

ბავშვი

ტეხასელ მამაკაცს 5 წლის ბავშვზე ძალადობისა და მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ბავშვი მამაკაცის შეყვარებულის შვილი იყო. გოგონა დედამ და მისმა შეყვარებულმა საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი ბავშვს ხელებით და ზოგჯერ ქამრით სცემდა. ერთხელ, ძაღლის განავალი წაუსვა. აღმოჩნდა, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

სასამართლოზე, სამედიცინო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მერსედესი გარდაიცვალა მდგომარეობით, რომელიც გამოწვეული იყო დაზიანებული კუნთებიდან სისხლში გამოთავისუფლებული ტოქსინის ცილისგან.