ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
გაეროს ცნობით, სამხრეთ სუდანი ახალი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. როგორც ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" იტყობინება, დაიბომბა ქალაქ ფანგაკის საავადმყოფო. Al Jazeera-ს ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, 7 ადამიანი, დაშავებულია 20-მდე პირი.
"მკაცრად ვგმობთ ძველ ფანგაკში მდებარე საავადმყოფოს მიზანმიმართულ დაბომბვას. შეაჩერე დაბომბვა. დაიცავი მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიცავი ჯანდაცვა", - აღნიშნულია სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ეს იყო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ბოლო სამედიცინო დაწესებულება.
"აღნიშნული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა", - აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.