სამარის ოლქში, „ოზონის“ საწყობში დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ევაკუირებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი

ოზონის ქარხანა

რუსეთში, სამარის ოლქში „ოზონის“ ცენტრზე დრონით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, მან მძიმე დაზიანებები მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტომისას მიიღო. ექიმები აღნიშნულ პირს ოპერაციას უტარებენ.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, სამარის ოლქში მდებარე „ოზონის“ საწყობში დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც 500-ზე მეტი თანამშრომლის ევაკუაცია გახდა საჭირო.