სახლიდან მუშაობა, მაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვა, ერთად მგზავრობა და ქალაქებში მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა - ომის გამო, World Energy Watch-ი ქვეყნებს საწვავის მოხმარების შემცირებას ურჩევს

მანქანები

ნავთობის ფასების ზრდისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, საწვავის დეფიციტის რისკის ფონზე, World Energy Watch-ი ქვეყნებს საწვავის მოხმარების შემცირებას ურჩევს, იუწყება The Guardian-ი.

ზომები მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებს: სახლიდან მუშაობას, მაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვას, ერთად მგზავრობას და ქალაქებში მანქანებით გადაადგილების შეზღუდვას.

"საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ" (IEA) წევრ ქვეყნებს, მათ შორის, ავსტრალიას, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს, რეკომენდაცია მისცა, მიიღონ საგანგებო ზომები ნავთობზე მოთხოვნის შესამცირებლად ირანზე სამხედრო დარტყმების შემდეგ, რამაც გლობალური ნავთობის ბაზრის ისტორიაში, მიწოდების ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია.

გასულ კვირას, IEA-მ ნავთობის შოკის შესამსუბუქებლად, მთავრობების მარაგების ყველაზე მასშტაბური გამოყენების ბრძანება გასცა.

ასევე, განიხილება ნავთობის მარაგების შემდგომი გამოშვების შესაძლებლობა, მას შემდეგ, რაც გაჩნდა იმის რისკი, რომ ბაზრებს ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე კრიზისიდან გამოსასვლელად დრო დასჭირდებათ.