პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1774092353
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას კენტერბერის არქიეპისკოპოსი, სარა მალალი გამოეხმაურა. როგორც არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, ის ლოცვით გამოხატავს თანადგომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მრევლის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ.
„ამ მწუხარების ჟამს, ლოცვით გამოვხატავ ჩემს თანადგომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მრევლის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ. მე პირადად მივწერე კანცლერს, რათა ინგლისის ეკლესიის სახელით გადმოეცა თქვენთვის ჩემი სამძიმარი.
მადლიერი ვარ, რომ ღირსი ეპისკოპოსი დევიდ ჰამიდი ჩემი და ინგლისის ეკლესიის სახელით დაესწრება დაკრძალვას, რადგან ჩვენ ლოცვით ვერთიანდებით ყველა იმ ადამიანთან, ვინც გლოვობს.
უფალმა დაუმკვიდროს მას საუკუნო სასუფეველი. ნათელი მის სულს“, - აღნიშნავს კენტერბერის არქიეპისკოპოსი.