საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1786389509
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.
„პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზები გაუუქმა 175 000-ზე მეტ უცხოელ მოქალაქეს, რომლებმაც დაარღვიეს სავიზო პირობები, ჩაიდინეს დანაშაული, მოუწოდებდნენ ძალადობისკენ აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ, მოატყუეს ამერიკელები, ბოროტად გამოიყენეს ჩვენი საიმიგრაციო სისტემა ან საფრთხე შეუქმნეს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზების უმრავლესობის გაუქმების მიზეზი სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობა გახდა. მათ შორის წამყვანი მიზეზებია თავდასხმა, ნასვამ მდგომარეობაში მართვა, ქურდობა და ნარკოტიკული დანაშაული. გარდა ამისა, ვიზების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა სახიფათო მართვის, სექსუალური ძალადობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, თაღლითობისა და მითვისების გამო.
განცხადებაში ყურადღება გამახვილდა ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ პრობლემაზეც. ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე აშშ-ის ერთ-ერთმა საელჩომ 100-ზე მეტი ვიზა გაუუქმა მშობლებს, რომლებიც შტატებში ძირითადად იმისთვის ჩავიდნენ, რომ ბავშვებს აშშ-ის მოქალაქეობა მიეღოთ.
„პრეზიდენტ ტრამპისა და მდივან რუბიოს ლიდერობით, სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას. აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება. დეპარტამენტი ერთგული რჩება, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ჩვენი საზოგადოების დასაცავად მათგან, ვინც ამ პრივილეგიას ბოროტად იყენებს“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1786389509
11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1786389693