საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

საფრანგეთი

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შვეიცარიის საზღვართან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასკოლო ავტობუსში მყოფი ორი მგზავრი დაიღუპა, 16 კი დაშავდა, - ინფორმაციას ფრანგული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ავარიას ორი ბავშვი ემსხვერპლა.

ადგილობრივი პრეფექტურის განცხადებით, დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქ ლენტის მერმა, ივ კრისტიანმა, განაცხადა, რომ შემთხვევაში სასკოლო ავტობუსი მონაწილეობდა; თუმცა, ადგილობრივი პრეფექტურის ცნობით, საუბარია საქალაქთაშორისო ავტობუსზე.

კრისტიანის თქმით, ავარიის შედეგად 70 ადამიანი დაზარალდა, ადგილობრივი პრეფექტურა დაახლოებით 40 დაზარალებულზე საუბრობს. ქალაქში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ავარიის შედეგად დაზარალებულებს თავშესაფარსა და საჭირო დახმარებას სთავაზობენ.

✕