გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
საფრანგეთის ქალაქებში პროტესტი არ წყდება. პარიზში, ლიონში, რენში, სტრასბურგსა და ტულუზაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.
მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ხელკეტები გამოიყენა. სხვადასხვა მონაცემებით, გუშინდელ აქციებზე ჯამში მილიონ 600 000 ადამიანი გავიდა, დაკავებულია კიდევ 448 პირი.
დაპირისპირების შედეგად დაშავდა 53 სამართალდამცველი და ათობით მომიტინგე, ნაწილმა დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 6 კვირაზე მეტია, განათლების რეფორმის მოთხოვნით აქციებს მართავენ მოსწავლეები და სტუდენტები - მათ პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.