საფრანგეთი ამაზონის ჯუნგლებში ციხეს ააშენებს

საფრანგეთი ამაზონის ჯუნგლებში ციხეს ააშენებს

საფრანგეთი თავის ზღვისიქითა ტერიტორია ფრანგულ გვინეაში მაღალი უსაფრთხოების ციხეს ააშენებს, რომელშიც ნარკომოვაჭრეებსა და რადიკალ ისლამისტებს განათავსებს.

ინიციატივის შესახებ ადგილზე ჩასულმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. ჟერალდ დარმანენმა განმარტა, რომ ახალი ციხე ნარკომომარაგების ჯაჭვს ყველა დონეზე შეებრძოლება.

ციხის მოწყობაზე 400 მილიონი ევროა გამოყოფილი, მისი გახსნის ვადად კი 2028 წელი სახელდება. ის ამაზონის ჯუნგლების სიღრმეში, იზოლირებულ ლოკაციაზე აშენდება. მასში 500 პატიმარი განთავსდება, განსაკუთრებულად სახიფათო კრიმინალებისთვის კი ცალკე ფრთა იქნება გამოყოფილი.

„საფრანგეთისგან დაშორება იმას ნიშნავს, რომ ნარკობარონები თავიანთ კრიმინალურ ქსელებთან კავშირს ვეღარ დაამყარებენ“, - განმარტა მინისტრმა.